ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012 წელთან შედარებით მინიმუმ გაორმაგებულია. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა ფერმერებისთვის და მოქალაქეებისთვის.
ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას. 0.8 მლნ. კვ. მ იყო მაშინ.
მათ შორის, აჭარაზე მინდა მოგახსენოთ.
ამასთან, 2013-2022 წლებში საშუალოდ 1,4 მლნ. კვ.მ ფართობის საცხოვრებელი შენობები იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, რაც 4.5-ჯერ აღემატება 2012 წლამდე საშუალო მაჩვენებელს. 0.3 მლნ. კვ. მ. იყო მაშინ.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წელს 2012წელთან შედარებით გაორმაგებულია მინიმუმ. სასოფლო სამეურნეო მიწის საშუალო ფასები 3.5-ჯერ არის გაზრდილი. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის”,- განაცხადა ირაკლიღარიბაშვილმა.
