ბოლო 1 წლის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, გაცემულია 73 001 წარმოშობის სერტიფიკატი – შემოსავლების სამსახური

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ბოლო 1 წლის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, გაცემულია 73 001 წარმოშობის სერტიფიკატი, მათ შორის სხვადასხვა სახის ქართული წარმოშობის საქონლის ექსპორტზე 65 945 წარმოშობის სერტიფიკატი“ – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, უწყებაში ფუნქციონირებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) გაცემის განახლებული ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც სერტიფიკატების გაცემის პროცესი კიდევ უფრო მოქნილია, როგორც ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
ექსპორტის ხელშეწყობის და პროცედურების გამარტივების მიზნით, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) აღება, შესაძლებელია, როგორც საბაჟო დეპარტამენტის ნებისმიერ გაფორმების ადგილსა და მომსახურების დეპარტამენტის ნებისმიერ სერვის-ცენტრში, ასევე, უშუალოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისას, შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტვირთის წარდგენის დროს
შეგახსენებთ, რომ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CT 1, EUR. 1, ჩინეთის სერტიფიკატი, ჰონგ-კონგის სერტიფიკატი, არაბეთის სერტიფიკატი) არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტის ქვეყანაში გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან (გარდა შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი გამონაკლისებისა).
ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იხილეთ ბმული.
https://rs.ge/LegalEntityOriginRegimesTreaties?cat=3&tab=2“ – ნათქვამია ინფორმაციაში.