“ბოლო შეტაკებებია” – უჩა აბაშიძე

დედაჩემის გამოგზავნის “Facebook გაზეთში“ ვკითხულობ ხოლმე, როგორ წერს ზოგი – რო ბელორუსში პროცესები 14 თვე გრძელდებოდა და ჩვენ, ბელარუსის სცენარს – ჯერ არ გავცდენილვართო (თუ გავჩერდებით – უდაოდ სრული ბელარუსი დადგება)
ხოდა ვინც ამას წერს – ან ცოტა ხანია რაც შემოგვიერთდა, ან ძალიან დღიდან დღემდე უყურებს მოვლენებს და არცერთხელ არ გაჩერდა და არ გამოხედა ჩვენს პროტესტს სრულ პერსპექტივაში. ჩვენს მიერ, გააზრება იმისა – რო ესენი რუსეთში მიდიან მართლა, მოხდა მაშინ – როცა რუსი გავრილოვი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მას მერე ვიბრძვით ჩვენ. გვცემენ, გვგუდავენ, გვაშინებენ, გვიჭერენ და ა.შ. ამიტომ – ქართველების ბრძოლა, ბელარუსის ტიპის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, უკვე, მინიმუმ – 5 წელია გრძელდება. გადახედეთ ამ ამბების ისტორიას და თქვენით დარწმუნდებით – რო ისტორიის წიგნებში ეს ამბები ნამდვილად ასე შევა. და ამიტომვე – როცა ფიქრობთ “აუფ, ნეტა რამდენი ხანი უნდა ვიაროთ – აწი, კიდევ, ასეთი ბრძოლები ხო წლები გრძელდებაო“ – გაიაზრეთ, რო დიდი ფორა გაქვთ, ეს ბრძოლა კაი ხანია მიდის – და ამიტომ – არც ისე დიდი ხანი გვაქვს “მოსახდელი“ წინ. ცოტა ხანგრძლივ პრიზმაში გამოხედეთ მოკლედ ამ ყველაფერს, სანქციებიც 5 წელია მზადდება, ტყვეებიც – ჩვენამდეც ბევრი დაიჭირა ქოცმომ და დაატყვევა. გრძელი და მტკივნეული ბრძოლა იყო ეს, უკვე, აქამდე ჯერ, – მარა ჯამში, შედეგად, ის რასაც ეხლა ჩვენი ხალხი შვება და რა პროგრესიც განიცადა – არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდა. ამიტომ ყველა ეს აგური, რომლებიც დიდი ხანია ლაგდება, მნიშვნელოვანი იყო და “მრავალწლიანი ბრძოლა“ ეხლა კი არ იწყება, ეხლა უკვე დასკვნით ნაწილში ვართ – ბოლო შეტაკებებია. ნუ იფიქრებთ “წინ იმდენი ხანია, ამდენს რა გაუძლებსო“ და ხელებს ნუ ჩამოუშვებთ. “ამდენი“ – უკვე გამოვიარეთ!

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი