რადიო თავისუფლების ცნობით, ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა, სასამართლო პროცესზე, დასკვნით სიტყვაში, თქვა:
„ბოდიშებიც მაქვს მოსახდელი ჩემს ოჯახთან და “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” რედაქციასთან. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამ მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მჯერა, რომ თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის დაცვისკენ მიმართული. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“, – ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ის თვალცრემლიანი იყო.
მზია ამაღლობელი: „მადლობა კრიტიკულ მედიას და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც წინააღმდეგობის ჯგუფებს წარმოადგენენ. სადაც უნდა იყოთ, გახსოვდეთ, განუზომელი ძალის მატარებელია ის ხმა, რომელიც თქვენგან მოდის. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების ძალას – ბრძოლა გამარჯვებამდე!
