ბოლო პერიოდში საქართველოში დიზელის 40%-ზე მეტი აზერბაიჯანიდან შემოდის – როგორია მისი ხარისხი და ფასი

საქართველოში აზერბაიჯანული დიზელის წილი იზრდება – 2025 წლის ბოლო 2 თვის მონაცემებით, მისი უმსხვილესი იმპორტიორი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია“. კომპანიას ქვეყანაში დიზელის 40%-ზე მეტი შემოაქვს.
ს“ საწვავის საცალო ბაზრის მიმოხილვის თანახმად, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, 2024 წელს საქართველოს დიზელის იმპორტის 74% დან, ხოლო 14% აზერბაიჯანიდან განხორციელდა. 2025 წელს ვითარება მკვეთრად არის შეცვლილი და რუსული დიზელის იმპორტი თითქმის განახევრებულია. პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებლის პოზიციას კი უკვე იკავებს „სოკარი“, რომელმაც 2023 წელს ბაქოში არსებული საწარმო გადააიარაღა და საქართველოში ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტი აზერბაიჯანიდან დაიწყო.
საქართველოში დიზელზე მოთხოვნა იზრდება – „ კაპიტალის“ თანახმად, 2024 წელს ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა და 770 მილიონი ლიტრი შეადგინა. კომპანიის პროგნოზით, 2025 წელს დიზელის იმპორტის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, რაც ავტოპარკის მზარდი ტენდენციით აიხსნება.
დიზელზე მოთხოვნის ზრდის მიზეზებზე საუბრობენ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმშიც“. კომპანიის დირექტორი ნოდარ ყანჩაველი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნულ ტენდენციას სხვადასხვა სექტორში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებს:
„ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად – იზრდება დიზელზე მოთხოვნაც, რადგან ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელი კომპანიების (სამშენებლო, სადისტრიბუციო, ლოჯისტიკური სექტორი) უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია დიზელის საწვავის მოხმარებაზე.
მას შემდეგ, რაც ბაქოს დიზელის ქარხანა სრულად გადაიარაღდა და უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა, შევძელით, მნიშვნელოვნად გაგვეზარდა როგორც „სოკარის“ მიერ იმპორტირებული დიზელის ხარისხი, ასევე მოცულობა და ამით ვუპასუხეთ გაზრდილ საბაზრო მოთხოვნას“, – განმარტა ნოდარ ყანჩაველმა.
დიზელზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, საინტერესოა, მოსალოდნელია თუ არა მისი გაძვირება. „ კაპიტალის“ თანახმად, 2024 წელს საცალო ბაზარზე ნავთობპროდუქტის ფასი 3.3 ლარს შეადგენდა. მონაცემი ეყრდნობა ყველაზე მსხვილი კომპანიების ფასებს და გასათვალისწინებელია, რომ არაბრენდულ სადგურებზე როგორც წესი, საწვავის ღირებულება შედარებით დაბალია.
სექტორულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე საწვავის ფასები გაზრდილია.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ 2025 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, ფასები ევრო 5 დიზელის შემთვევაში შეადგენს 2.9 ლარს, ხოლო – ნანო ევრო 5 დიზელის შემთხვევაში, რომელიც კომპანიის ექსკლუზიური პროდუქტია – 3 ლარს. აღნიშნული მაჩვენებლების თანახმად, წელს აზერბაიჯანული დიზელის ფასი 2024 წლის მთლიანი ბაზრის ფასებთან შედარებით უფრო დაბალია.
საწვავის ფასზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები. 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიო ბირჟებზე საწვავის ფასი იზრდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, დასავლური მედიის ცნობით, 22 ოქტომბერს -ის მიერ ორი რუსული უმსხვილესი ნავთობკომპანიის: „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ დასანქცირება გახდა. ასევე, დასანქცირებულია „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ 34 შვილობილი კომპანია.
რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირების ფონზე, საქართველოს სტაბილურ პარტნიორად აზერბაიჯანი რჩება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორის, ნოდარ ყანჩაველის თქმით, კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საწვავია, მიწოდების სტაბილურობა და უსაფრთხოება უკიდურესად მნიშვნელოვანია, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში კი ცნობილია, რომ რუსული საწვავი მაღალი არასტაბილურობით ხასიათდება:
„აზერბაიჯანიდან დიზელის იმპორტი საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყაროს, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მსხვილი ენერგოპარტნიორია. ტერიტორიული სიახლოვე უზრუნველყოფს სწრაფ ტრანსპორტირებას, და რაც ყველაზე მთავარია – იმპორტი ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში, მუდმივად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2023 წელს ბაქოს დიზელის ქარხანა სრულად გადაიარაღდა და უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამის საწარმოდ იქცა. სწორედ ამ დროიდან, საქართველო იღებს უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის აზერბაიჯანულ დიზელს. „სოკარი“ მკაცრად იცავს ყველა რეგულაციას და სავალდებულო პროცედურას, რათა მომხმარებლის ავზამდე ყოველთვის მივიდეს უმაღლესი ხარისხის საწვავი.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი დიზელი ყინვაგამძლეა სპეციალური დანამატის წყალობით, რომელსაც ექსკლუზიურად „სოკარისთვის“ აწარმოებს გერმანიის ნავთობქიმიური ინდუსტრიის ლიდერი კომპანია BASF. აღნიშნული დანამატი უზრუნველყოფს დიზელის სტაბილურობას – მინუს 25°C-მდე ტემპერატურაზე“, – განმარტა კომპანიის დირექტორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
კითხვაზე, როგორ უპასუხებს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელზე გაზრდილ მოთხოვნას, ნოდარ ყანჩაველი პასუხობს, რომ კომპანიას ამის მზაობა აქვს:
„აზერბაიჯანულ დიზელზე დღეს ძალიან მაღალი მოთხოვნაა ევროპაში, სადაც მისი გაყიდვა უფრო მაღალი მარჟით შეიძლება. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანში წარმოებული დიზელის ძალიან დიდი ნაწილი საქართველოში შემოდის, რაც საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. როგორც უკვე აღვნიშნე, დიზელზე მოთხოვნა ეკონომიკის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო მოიმატებს, და „სოკარი“ მზად არის სრულად და სტაბილურად დააკმაყოფილოს ის“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.
დიზელის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ლოჯისტიკური სექტორია. კომპანია „სინერჯი ლოჯისტიკის“ თანადამფუძნებელი, გიორგი კოპალაძე განმარტავს, რომ მათი სერვისის უწყვეტობა და ფასი პირდაპირ არის დამოკიდებული ნავთობპროდუქტის საბაზრო ღირებულებასა და ხარისხზე:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დიზელის მომწოდებელს ჰქონდეს ხელსაყრელი ლოკაციები და მოქნილი პირობები. ამასთან, საწვავის ხარისხი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ლოჯისტიკური პროცესის უწყვეტობაზე. ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფერო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ინერტული მასალების მიწოდებაა. თუ საწვავს შერეული აქვს წყალი, დროთა განმავლობაში ტექნიკა ზიანდება და გვიჩერდება. შემდეგ მისი აღდგენისთვის გვიწევს ხარჯის გაწევა და გვაქვს დროის დანაკარგიც – დამკვეთთან აღებული ვალდებულების შესასრულებლად უნდა მოვიძიოთ ტექნიკა, ჩავანაცვლოთ და უზრუნველვყოთ მიწოდება. საბოლოო ჯამში, ეს ფინანსური ხარჯების გარდა, რეპუტაციულ პრობლემასაც ქმნის. გამოგვიყენებია სხვადასხვა კომპანიის საწვავი, თუმცა ბოლო პერიოდია, ერთი მხრივ, ხელმისაწვდომი ლოკაციების და მეორე მხრივ, ხარისხიანი დიზელის გამო, სტაბილურად ვიყენებთ აზერბაიჯანულ დიზელს. არც წყალი და არც რაიმე მინარევი მასში არ შეგვიმჩნევია და სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს.
რაც შეეხება საწვავის ფასის ფაქტორს, ჩვენს დამკვეთებთან აღნიშნული კომპონენტი ყოველთვის წინასწარ გვაქვს შეთანხმებული. თუ ფასი იზრდება, ეს აძვირებს პროექტს. 5-10-თეთრიანი ზრდა მკვეთრ ცვლილებებს არ იწვევს, თუმცა 50 თეთრს თუ ასცდა, ამ შემთხვევაში, უკვე ძვირდება სერვისი. ბოლო ორი წლის განმავლობაში დიზელის ფასის ზრდის რადიკალური ტრენდი არ ყოფილა და ამ მხრივ სტაბილური ვითარებაა“, – განაცხადა „სინერჯი ლოჯისტიკის“ თანადამფუძნებელმა, გიორგი კოპალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მაღალი მოთხოვნის ფონზე, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი პროდუქტის იმპორტის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საქართველოში ევრო 5 სტანდარტის დიზელის უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოვიდეს.