„ბოლო პერიოდში სალონურ მომსახურებებზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა“ – Beauty Studio

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სალონურ მომსახურებებზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა, – ამის შესახებ სილამაზის სალონი Beauty Studio–ს დამფუძნებელი ნინო პავლიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი შესაძლებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყოს, თუმცა ნოემბერში და დეკემბრის 20 რიცხვამდე მოთხოვნა წლის სხვა თვეებთან შედარებით, ყოველთვის მცირედით დაბალია.
„თმის პროცედურებზე მომხმარებლები ისევ დადიან, თუმცა მოთხოვნის შემცირება ძირითადად ფრჩხილის და სხვა ესთეტიკურ მომსახურეობებზე შეინიშნება“, – აცხადებს ნინო პავლიაშვილი
ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 2 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.
bp.ge