“ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი” – ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა

UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მოგეხსენებათ, “ელ მატადორი” 2026 წლის პირველ ნახევარში ოქტაგონზე გასვლას არ გეგმავს, თოფურიამ ამის მიზეზად ოჯახური პრობლემები დაასახელა.
ილიას თქმით, იგი შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი გახდა, რის წინააღმდეგაც სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს.
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება — დროებით შევწყვიტო ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც მარტივად მივიღე. თუმცა, როდესაც გარემოებები ისე ვითარდება, რომ საფრთხეს უქმნის შენს პირად ღირსებას, ოჯახს და რეპუტაციას, დგება მომენტი, როცა მათ პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე.ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი, მათ შორის მუქარების, რომ გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებები, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.
ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. სიმართლე არ არის მოსაზრება — ის მტკიცებულებების საკითხია .ყველა შესაბამისი მტკიცებულება ყურადღებით არის შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაცია, მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა.
ეს მტკიცებულებები წარდგენილია შესაბამის სასამართლო ორგანოებში, რათა განხორციელდეს სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების მითვისებისა და მრავალჯერადი მუქარის ფაქტებზე.ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება, დუმილის შენარჩუნების შესახებ, მიღებული იყო მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
თუმცა, ახლა მივხვდი, რომ ასეთ პირობებში დუმილი სიმართლეს არ იცავს — ის ცრუ ნარატივებს გავრცელების საშუალებას აძლევს.ბევრ ადამიანს გამოუვლია მსგავსი სიტუაციები და არაერთხელ სამართლებრივ სისტემას საბოლოოდ დაუდგენია ფაქტები. დღეს წინ ვდგავარ არა მხოლოდ ჩემი ოჯახის და საკუთარი თავისთვის, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ არ უნდა აიძულონ დაემორჩილოს დაშინებას, მანიპულაციას ან შიშს. ისინი, ვინც მიცნობენ, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა რაიმე სახის ძალადობაში და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და ღირსებით იყო წარმართული.
მე სრულ ნდობას ვუცხადებ სასამართლო პროცესს და მივცემ სამართლებრივ სისტემას საშუალებას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს ფაქტები.ჩემი შვილების პატივისცემისა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესების გათვალისწინებით, მომავალში აღარ გავაკეთებ საჯარო განცხადებებს. თავაზიანად გთხოვთ, თავი შეიკავოთ სპეკულაციებისგან და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად სივრცეს ამ სენსიტიურ პერიოდში.სიმართლეს ხმამაღლა ყვირილი არ სჭირდება — მას ფაქტები სჭირდება.
გმადლობთ”, – დაწერა თოფურიამ.
“ზუსტად იგივე ვუთხარი “კვარას”, როცა პირველად შევხვდი” – რა ისტორია გაიხსენა ლუჩანო სპალეტიმ?
“მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ…” – პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
რონალდო თოფურიასთან ერთად WOWfc-ის თანამოწილე გახდა
[VIDEO] “არმან, “პეტუხ”, ეს ცეკვა შენთვისაა” – თოფურიამ ცარუკიანს დასცინა
[VIDEO] “ილიას ეს, რომ მართლა გაეკეთებინა, ადგილზე მოვკლავდი!” – თოფურიას პოსტი ცარუკიანზე და სომეხი სპორტსმენის პასუხი
“ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს” – ილია თოფურია აპრილამდე ჩხუბს არ აპირებს
თოფურიას მომავალი მეტოქე 24 იანვარს გაირკვევა – დროებითი ქამრისთვის პიმბლეტი და გეიჯი იბრძოლებენ