ბოლო ერთ წელში ალიევის რეჟიმმა 30-მდე ჟურნალისტი დააპატიმრა

2023 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანში დაახლოებით 30 ჟურნალისტია დაპატიმრებული. თითოეულ მათგანს ალიევის რეჟიმი კონტრაბანდაში ადანაშაულებს.
დაკავებულთა უმეტესობა „Meydan TV“-ს, „AbzasMedia“-ს და „Toplum TV“-ს თანამშრომლები არიან.
ჟურნალისტები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი მათი ანტიკორუფციული გამოძიებებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო ქმედებების გამო დააპატიმრეს.
საერთო ჯამში, აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების სიაში, რომელიც „პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის კავშირის“ მიერ 2025 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა, 357 ადამიანია შეყვანილი.
2024 წლის 12 დეკემბრის წინა ანგარიშთან შედარებით, პოლიტპატიმართა რაოდენობა 26-ით გაიზარდა.
სიის მიხედვით, დაპატიმრებულები 12 კატეგორიად იყოფიან, მათ შორის:
· ჟურნალისტები და ბლოგერები – 27 ადამიანი
· უფლებადამცველები – 4 ადამიანი
· ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები – 32 ადამიანი
· ეროვნული უმცირესობების აქტივისტები – 4 ადამიანი
· ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები – 2 ადამიანი და ა.შ.