“ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მოძალადე პოლიციელები დაისაჯონ” – გელა მთივლიშვილი

პოლიციამ შემატყობინა, რომ დღეს, 4 საათზე უნდა მივიდე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გაიმართება პროცესი ჩემს დაკავებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას მედავება. ასეთ მოთხოვნას ადგილი საერთოდ არ ჰქონია და არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, პოლიციელების ცრუ ჩვენებების გარდა.
სამართალდარღვევა 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ჩვენ გვაქვს ჩემს მიერ გადაღებული და შენარჩუნებული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ყოველგვარი განმარტების, მოთხოვნის, რაიმე მითითების გარეშე მეცნენ და დამაკავეს. გადაღების ადგილიდან “მომტეხეს” და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი უკანონოდ შემიშალეს.
ამასთან, საგამოძიებო სამსახური იძიებს საქმეს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გუშინ, გვიან საღამომდე გაგრძელდა ჩემი გამოკითხვა.
ცხადია, სამართალდარღვევას არ ვაღიარებ (არ ჩამიდენია) და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, მოძალადე პოლიციელები რომ დაისაჯონ, ბოლომდე ვიბრძოლებ!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ – ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ დაინახა – როდესაც დასაბუთების გარეშე უჩერებენ ადამიანს ორ მილიარდს, ეს ევროპისთვის შეუფერებელია, „დიფ სთეითის“ გავლენის შედეგია და ეს მდგომარეობა ტრაგიკული და ბუნებრივია

ირაკლი კობახიძე – 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე