ბოლნისში მომხდარი ავარიისას არასრულწლოვნების დაღუპვის ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარუდგინეს – რა მოხდა შემთხვევის ადგილას

საქართველოს პროკურატურამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, “მერსედესის” და “ოპელის” მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

10-15 ახალგაზრდა ნაცი იყო მეტეხის ეკლესიასთან. მესანთლე ქალს ამოუტრიალეს გინებით ყველაფერი. ამ ქალს გამოესარჩლა ორი ბიჭი, გამოვარდნენ ნაცები და ტიტუშკები დაგვესხნენო. დავალება აქვთ, უსაზიზღრესად მოიქცნენ და ვინმე პროვოკაციაზე წამოაგონ, სხვა ახსნა არ აქვს!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციათა უმრავლესობა მიზანმიმართულად არ დაესწრო ამ დებატებს და ამით თავიანთი ერთგვარი პროტესტი გამოხატეს, როგორც პიროვნულ, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო დონეზეც და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი