ბოლნისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქალაქ ბოლნისში მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა საესტრადო ანსამბლმა „იმედი“ და ბენდმა „მედიატორი“ მიიღო.
„ნაძვის ხე საზეიმოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებთან ერთად აანთო. ღონისძიებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრო. საახალწლო დღეებისთვის ქალაქი ბოლნისი წელს განსაკუთრებულად მოირთო. განათებებს შორის არის ილუმინაციები, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით იქნა შეძენილი და მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ საახალწლო აქტივობა ქალაქ ბოლნისში ნაძვის ხის ანთებით არ დასრულებულა, 28 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქში საახალწლო ღონისძიება გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!