ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ორ პირს, რომლებიც გზაზე ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.