ბოლნისის სოფელ მამხუტში, სახლში ქალის ცხედარი ნახეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს და წერს, რომ 71 წლის ქალის ცხედარი 6 აპრილს, საღამოს ნახეს. მეზობლების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.
შემთხვევის ადგილზე ღამით პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები