ბოლნისის რაიონში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა – ისინი გზის პირას ბოსტნეულით ვაჭრობდნენ

ავარია ბოლნისის რაიონში – შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვან ბიჭებს დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ცნობილია, რომ ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა.
მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე