“ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის” – ბოლნისის მუზეუმში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა

“ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის” – ამ სახელწოდების ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი ფორუმი ბოლნისის მუზეუმში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, ბოლნისის აგროცენტრს დაემატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეული კულტურების, რძისა და ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ონლაინ გაყიდვებისთვის შეიქმნა ვებგვერდი.
ასევე, რამდენიმე ადგილას, ენერგოეფექტური სკამები დამონტაჟდა და მოეწყო მუნიციპალური ტრანსპორტის ენერგოეფექტური გაჩერებაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა