ბოლნისის, აბაშისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

აბაშის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის სკვერთან ერთად ცენტრალური ქუჩა საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათითა და ილუმინაციით განათდა. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აბაშას საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. გაიმართა კონცერტიც, პატარების განწყობაზე კი ანიმაციურმა გმირებმა იზრუნეს.
ასევე საზეიმოდ განათდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. გაიმართა კონცერტი, აინთო ქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცა. თოვლის ბაბუამ და სანტა კლაუსმა პატარებს საჩუქრები დაურიგეს. ბავშვების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს ზღაპრის გმირებმაც.
ბოლნისში მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე ასევე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს. საახალწლო დღეებისთვის ბოლნისი წელს განსაკუთრებულად მოირთო. განათებებს შორის არის ილუმინაციები, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით იქნა შეძენილი და მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა. საახალწლო აქტივობა ბოლნისში ნაძვის ხის ანთებით არ დასრულებულა, 28 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქში მასშტაბური საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ