ბოკუჩავა ოცნებას: შეაჩერეთ კანონის განხილვა, გაიწვიეთ რუსული კანონი, ერთხელ და სამუდამოდ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ქართულ ოცნებას ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
“ივანიშვილის პარტია ცდილობს, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ეს დიდი მონაპოვარი წაართვას და გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა, შეაჩერეთ განხილვის პროცესი. არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალ სესიაზე, არც მომავალ წელს.
გაიწვიეთ რუსული კანონი, ერთხელ და სამუდამოდ. რუსული კანონის ადგილი საქართველოში არ არის. საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა, არის ევროკავშირი და სწორედ ამიტომ იბრძვის ყველა”, – თქვა ბოკუჩავამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე.