ბოკერია: ნავალნის სიკვდილი პუტინის რეჟიმის სტანდარტითაც განსაკუთრებით შემზარავია

ციხეში მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რეჟიმს აქამდეც არაერთი პოლიტიკური ოპონენტი ჰყავს მოკლული, ნავალნის სიკვდილი ციხეში, მისი მკვლელობის პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პუტინის რეჟიმის სტანდარტითაც კი განსაკუთრებით შემზარავი და უტიფარი დანაშაულია.
ჩვენს ქვეყანას თავის თავზე აქვს გამოცდილი ლენინურ-სტალინური საბჭოთა ს და მისი მემკვიდრე რუსეთის ფედერაციის სისასტიკე, ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ათასობით ჩვენი მოქალაქის სასტიკი მკვლელობა, მაგრამ ის თუ როგორ ექცევა ეს რეჟიმი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, დამატებით შეგვახსენებს ყველას, თუ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე და რას უნდა დავაღწიოთ თავი იმისთვის, რომ თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ.