ბოკერია ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ჩემი პროგნოზით, სრული თანხვედრა იქნება ჩვენს პარტიაში

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ს თქმით, ქართულ ქარტიაზე ს ინიციატივას მიესალმება.
ფორმულას გადაცემა დროებასთან ის ამბობს, რომ მისი პროგნოზით, ამ საკითხზე ევროპულ საქართველოში სრული თანხვედრა იქნება.
“ძალიან დადებითად შევაფასებ [ზურაბიშვილის ინიციატივას]. თანაპარტიელების ნაცვლად არ ვისაუბრებ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ თამამად შემიძლია პროგნოზი ვთქვა, რომ ამაზე სრული თანხვედრა იქნება ჩვენს პოლიტიკურ ძალაში.
ჩვენ დიდი ხანია გვქონდა მთავარ საკითხზე ეს პოზიცია, რომ უნდა მოხდეს შეჯერება შინაარსთან დაკავშირებით, იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადაიდგას ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ, რომ უფსკრულის პირას, სადამდეც ამ რეჟიმმა მიიყვანა ქვეყანა, მოვშორდეთ.
ოღონდ ეგ არ ნიშნავს, რომ არჩევანი მოვუსპოთ საზოგადოებას განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის და სწორედ ეს იყო გზავნილი პრეზიდენტის და ამასთან ერთად, მოხაზვა იმ აუცილებელი ნაბიჯების, რაზეც განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც სხვა თემებზე კამათი უნდა გააგრძელონ, იმიტომ, რომ ეგ არის თავისუფალი საზოგადოების ნაწილი, ამაზე უნდა მოხდეს შეჯერება ადა მე მგონია, რომ ეს მოხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს ბოკერია.