„ბოდიში მოვიხადოთ?! შენდობა ვითხოვოთ?! რის გამო?“ – პეტრე კოლხი

„ბოდიში მოვიხადოთ?! შენდობა ვითხოვოთ?! რის გამო?“ –
პეტრე კოლხი სოცილაურ ქსელში წერს:
„ბოდიში მოვიხადოთ?!
შენდობა ვითხოვოთ?! რის გამო, თქვენი კოლეგა რომ დაოთხილი დარბოდა, პეტრე კვარაცხელიას დისერტაცია ჩააგდეთო, ამის გამო?! თუ იმის გამო პატრიარქის კურთხევა რომ არ შესრულდა და სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ჩემი ღონისძიებებისთვის 400 ლარის გადახდა რომ დაგენანათ თვეში?! თუ იმის გამო, ისევ თქვენი კოლეგის ჩარევით უნივერსიტეტში საათები რომ ჩამომართვეს?! თუ იმის გამო, არასდროს არ შეიმჩნიეთ, მოაზროვნე, განათლებული, ნაკითხი, ნიჭიერი სასულიერო პირები?! თუ იმის გამო, რომ მონა ვერ გავხდით, თქვენ რომ ერთგული გეწოდებინათ… თუ იმის გამო, რომ უცხოეთში ვეძებთ სამსახურებს, ფინანსური პრობლემები მოვაგვაროთ, თუ იმის გამო, ბევრი რამ გავატარეთ და ისევ თქვენი სიმშვიდისთვის, ხმაური რომ არ აგვეტეხა… თუ იმის გამო ბნელები და წერა-კითხვის უცოდინრები თავზე რომ დაგვასვით, თუ იმის გამო, რომ გვქონდა კულტურა და შეგნება, დრო მოგვეცა, ,,იქნებ გამოსწორდეს” პრინციპით…
დანარჩენებს არ დავწერ, ისევ ხალხს ვუფრთხილდები…
ბოდიშის მოხდა ჩემთვის ძალიან ადვილია, თავისუფლად შემიძლია, ადამიანს ბოდიშიც მოვუხადო და ფეხებიც დავბანო, მაგრამ ვიღაცის ახირების გამო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არავითარი ბოდიში…
რის გამო ბოდიში?! თქვენი კოლეგები წლების მანძილზე შვილებს რომ მიწყევლიდნენ, თუ იმის გამო ბოდიში, ამდენი ხანი , რომ ცოცხალი ვარ…
ყველაზე გულწრფელი ბოდიში საკუთარ თავს უნდა მოვუხადო, ოცი წელი ამ ჭაობში რომ ვიძირებოდი და თავს ვიტყუებდი, მეჩვენება, რა ჭაობი, მთის კამკამა მდინარეა-მეთქი…
თქვენ არ გაქვთ წაკითხული, მაგრამ ზოგიერთს მაინც ემახსოვრება თარაშ ემხვარის სიტყვები-,,მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია”!..