“ბოდიში და გამოგვისვა იმედმა, გვათქმევინეს რაც მათ უნდოდათ და არაფერი სხვა არ გაუშვეს ეთერში” – რას წერს ტაქსის მძღოლი

დღეს იყო ტაქსისტების აქცია, ასევე მეორე აქცია იყო თბილისი მოლთან… იმედზე რამდენიმე ტაქსისტმა ინტერვიუ მისცა, სადაც თქვეს რომ აქციებს ემიჯნებიან და თურმე დისკომფორტს თვითონაც განიცდიან, როცა სახლში დროულად ვერ მიდიან… შეიძლება ამ ადამიანებმა ცხოვრებაში პირველად მისცეს ტელევიზიას ინტერვიუ და რა ელაპარაკათ არ იცოდნენ, მაგრამ თუ არ იცი რა ილაპარაკო, არც ინტერვიუ უნდა მისცე… ჯერ ერთი კაცურად და ადამიანურად არაა სწორი, როცა შენ თვითონ აქცია გაქვს ტაქსის ტარიფებზე და სხვა აქციას ემიჯნები, არავინ გთხოვს მხარი დაუჭირო სხვა აქციას მაგრამ, როცა ემიჯნები და თან ამას ტაქსისტების სახელით ამბობ, ამავდროულად ამბობ, რომ შენ შენი პრობლემა (ტაქსის ტარიფები) გადარდებს მხოლოდ და სხვა ყველაფერი ფეხზე გკიდია… ამ დროს კითხვა ისმის, მაშინ შენ ტაქსისტს რომ გჭირდება გვერდით დგომა, სხვაც ხომ ფეხზე დაგიკიდებს?!. საქართველო ასეთ გაჭირვებაში ბევრი რამის გამოა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, პირადი ეგოიზმი მგონია, როგორც ქართული გამონათქვამი გვეუბნება, სხვისი ჭირი, ღობის ჩხირიო… და ბოლოს, ამ ტაქსისტებმა, დარწმუნებული ვარ, ტარიფების პრობლემებზეც ისაუბრეს, მაგრამ იმედზე მხოლოდ ის მონაკვეთი გაუშვეს, რომ მეორე აქციას ვემიჯნებითო, თან ყველა ტაქსისტიო…
ბოდიში და გამოგვისვა იმედმა, გვათქმევინეს რაც მათ უნდოდათ და არაფერი სხვა არ გაუშვეს ეთერში, სხვა დროს აჯობებს, თუ ინტერვიუს მისცემთ, თუ სხვისი პრობლემა არ გადარდებთ, მხოლოდ საკუთარ პრობლემაზე გააკეთოთ აქცენტი და ნუ დაიწყებთ, ამას ვემიჯნები და იმას ვგმობო…

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა