ბლოგერი უჩა აბაშიძე უფლებადამცველებმა და სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულეს

დაკავებულია ბლოგერი უჩა აბაშიძე. გამოძიება მას კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
სამართალდამცავებმა ბლოგერისა და მისი მეუღლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის წინ დაასრულეს. თავად დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის, ღამით, უფლებადამცველებმა და სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულეს.
ბლოგერი დაკავების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მივიდნენ. აქტივისტები ბლოგერის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე – არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! – ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის