ბლინკენმა ღაზის დახმარების საკითხში გაუმჯობესებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს

29 აპრილს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საქმე გაუმჯობესდა, მაგრამ ისრაელმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
რიადში გამართულ, სპარსეთის ყურეში თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაზე, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად, საუკეთესო გზა ცეცხლის შეწყვეტა იქნება.
ერთი დღით ადრე, კვირას, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა ბლინკენის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი გაფართოვდეს, რომ ის იქ ოთხშაბათამდე დარჩეს და ს შემდეგ, ისრაელსა და იორს ესტუმროს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ბლინკენის ყურადღების ცენტრში იქნება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა, რამაც შეიძლება მძევლების გათავისუფლება და ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა, ან მისი გაზრდა მოიტანოს.
კვირას, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა მ ტელეარხს „ეი-ბი-სი“ (ABC) უთხრა, რომ შეერთებული შტატები ღაზაში თითქმის შვიდთვიან ომში, ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიზნით, მუშაობას აგრძელებს.
ცეცეხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და მიუხედავად პერიოდული სიგნალებისა, რომ შეთანხმება უკვე ახლოს იყო, კირბიმ ახალი პროგრესის შესახებ მინიშნება არ გააკეთა.
მისი თქმით, ისრაელმა დაარწმუნა შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, რომ ღაზის სამხრეთ ქალაქ რაფაში სახმელეთო ძალებს არ გააგზავნის, სანამ სრულად არ მოისმენს შეერთებული შტატების შეშფოთებას, რომ ასეთი იერიში საფრთხეს შეუქმნის მილიონზე მეტი პალესტინელის სიცოცხლეს, რომელიც იქ თავს აფარებს.
კირბიმ თქვა, რომ ხმელთაშუა ზღვის ღაზის სანაპიროზე დროებითი ნავმისადგომის მშენებლობა, ორ ან სამ კვირაში დასრულდება და ლტოლვილთა გამოსაკვებად ამ ტერიტორიაზე მეტი დახმარების შეტანა გახდება შესაძლებელი.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი მზად არის ისრაელელებისთვის და პალესტინელებისთვის ხანგამძლე მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი, მათ შორის პრაქტიკულ ნაბიჯებს, რაც პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენაა მიმართული, რომელიც ს გვერდით იარსებებს. ვაშინგტონმა ასევე ნათლად გამოხატა, რომ ასეთი სახელმწიფოს მართვაში „ჰამასს“ როლი არ ექნება.