ბლინკენი ჰამასს მოუწოდებს დათანხმდნეს ისრაელის საზავო წინადადებას

-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს მოუწოდა დროულად დათანხმდეს ს წინადადებას ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მიერ დატყვევებული ისრაელელების გათავისუფლების თაობაზე.
ჰამასის წარმომადგენლები 29 აპრილს კაიროში შეხვედრებს მართავდნენ კატარის და ეგვიპტის შუამავლებთან, საიმისოდ, რომ პასუხი შეემუშავებინათ ისრაელის მხრიდან გასულ შაბათ-კვირას წარმოყენებული, ეტაპობრივი ზავის წინადადებაზე.
“ჰამასის წინაშეა წინადადება, რომელიც არაორდინარულია, არაორდინარულად გულუხვი ისრაელის მხრიდან” – თქვა ბლინკენმა ალ-რიადში.
“ღაზის ხალხსა და ცეცხლის შეწყვეტას შორის ერთადერთი, რაც დგას, არის ჰამასი. მათ უნდა გადაწყვიტონ და გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ” – თქვა ბლინკენმა და დასძინა: “ვიმედოვნებ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ”.
სააგენტო როიტერსი მოლაპარაკების მსვლელობაში გათვიცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის წინადადება ითვალისწინებს შეთანხმებას 40-ზე ნაკლები მძევლის გათავისუფლებაზე იმ დაახლოებით 130 მძევლიდან, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, კვლავ ღაზაში რჩებიან – ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზა უნდა იყოს “შენარჩუნებული სიმშვიდის პერიოდი” – ანუ ისრაელის კომპრომისული პასუხი ჰამასის მოთხოვნაზე მუდმივი ზავის შესახებ.
7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მძევლად აიყვანეს 253 პირი, ისრაელის მონაცემებით იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.
ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც 34 500-მდე პალესტინელი შეეწირა – ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა ცნობით.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ