ბლინკენი: ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ორშაბათს, 6 იანვარს, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი „ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა“, რაც რუსეთს ში ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს. ბლინკენის თქმითვე, კონფლიქტის დასრულების თაობაზე შესაძლო მომავალი მოლაპარაკებების ნაწილი, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს.
სამხრეთ კორეაში ვიზიტისას ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ, მოსკოვისთვის არტილერიის, საბრძოლო მასალის მიწოდება, ჯარის გაგზავნა, ისევე, როგორც ჩინეთის მხარდაჭერა ს სამხედრო ინდუსტრიული ბაზისთვის, რუსეთის სამხედრო ძალებს აძლევს იმის საშუალებას, რომ 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომი არ შეწყვიტოს და უკრაინაში ბრძოლა განაგრძოს.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა უკვე იღებს სარეგებელს, კონფლიქტში რუსული სამხედრო აღჭურვილობისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წვრთნის სახით.
ბაიდენის ადმინისტრაციას ძალაუფლებაში ყოფნის მხოლოდ ორი კვირა დარჩა და შეერთებული შტატები ჩქარობს დარჩენილი უფლებამოსილების პერიოდში, უკრაინას მაქსიმალური სამხედრო დახმარება გაუგზავნოს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დარწმუნებით ჯერ არავინ იცის, რა მიდგომა ექნება ამ საკითხზე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ბლინკენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა ცდილობს დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად. მისივე თქმით, ამერიკა შეეცდება კიევს დაეხმაროს იმაში, რომ ძლიერი პოზიცია ჰქონდეს მაშინ, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება.
„თუ რაღაც მომენტში ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, პუტინის აზრით, ეს არ იქნება „თამაშის დასასრული. მისი იმპერიული ამბიციები [ძალაში] რჩება, ამიტომ ის შეეცდება, დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და შემდეგ ხელახლა შეუტიოს [უკრაინას]“,- ამბობს ბლინკენი.
სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ აუცილებელია არსებობდეს „ადეკვატური შემაკავებელი საშუალება, რათა მან ეს არ გააკეთოს, რათა ორჯერ, სამჯერ დაფიქრდეს – სანამ რაიმე ხელახალ აგრესიაში ჩაერთვება“.