ბლინკენი საუდის არაბეთს ეწვევა ღაზის სექტორის გარშემო მოსალაპარაკებლად

-ის სახელმწიფო მდივანი, მომავალ კვირაში, საუდის არაბეთში ჩავა.
ის 29 და 30 აპრილს სამეფოში მოლაპარაკებას გამართავს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის თაობაზე. ცნობა ბლინკენის ამ ვიზიტის გარშემო სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რეგიონისკენ 28 აპრილს გაემართება. ის სპარსეთის ყურის მიმდებარე არაბული სახელმწიფოთა კავშირის მინისტრებს შეხვდება და ასევე დაესწრება რიადში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საგანგებო სესიას, რომელიც კლიმატს ეძღვნება.
ბლინკენის მიზანია მიღწეული იქნეს ცეცხლის შეწყვეტა ღაზის სექტორში, რის საპასუხოდაც ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული – რ.თ.) მის ხელში მყოფი მძევლები უნდა გაათავისუფლოს.
2023 წლის 7 ოქტომბერს, მის ტერიტორიაზე ჰამასის შეჭრის პასუხად, რასაც 1200 ადამიანის დაღუპვა და 240 ადამიანის გატაცება მოჰყვა, ისრაელმა შეტევითი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ს არმიამ ღაზის სექტორს ალყა შემოარტყა, რის გამოც ასიათასობით ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი.
თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გასცდა 34 ათასს გასცდა, რეგიონი განიცდის კვების და სხვა პროდუქტების სრულ დეფიციტს.

ასევე დაგაინტერესებთ