ბლინკენი მძევლებზე შეთანხმებას “მნიშვნელოვან პროგრესს” უწოდებს

-ის სახელმწიფო მდივანი, , ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე მიღწეულ შეთანხმებას “მნიშვნელოვან პროგრესს” უწოდებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აშშ მუშაობას არ შეწყვეტს მანამდე, სანამ ტერორისტული დაჯგუფება ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.
მისი თქმით, დღევანდელი შეთანხმება არის დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგი – ის მადლობას უხდის ეგვიპტესა და კატარს პროცესის შუამავლობისთვის, ასევე, მიესალმება ს მთავრობის მიერ ჰუმანიტარულ პაუზის მხარდაჭერას.
“ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი არის საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა თითოეული მძევლის გათავისუფლება და ოჯახებში მათი დაბრუნება უზრუნველვყოთ”, – თქვა ბლინკენმა.