ბლინკენი: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები საქართველოს სწორი მიმართულებით დასაწინაურებლად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, სახელმწიფო მდივანი, , 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოს ლიდერებს კი მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები, საქართველოს სწორი მიმართულებით დაწინაურებისთვის.
სახელმწიფო მდივანი ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხო, კეთილდღეობის მქონე, ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში, რომლისკენაც ისწრაფვის საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა და რომელსაც ის იმსახურებს.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.
ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, მათ შორის საქართველოს ისტორიული მიღწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ