ბლინკენი ისრაელს და ჰამასს ეუბნება, რომ “ახლაა დრო” ცეცხლის შეწყვეტისთვის

-ის სახელმწიფო მდივანი 1 მაისს შეხვედრებს მართავს ს ლიდერებთან, რათა მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისრაელსა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის.
ბლინკენმა მხარეებს უთხრა, რომ “ახლაა დრო” შეთანხმებისთვის მძევლების გასათავისუფლებლად და ღაზაში თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში პაუზის დადგომისთვის.
სახელმწიფო მდივანი მეშვიდე ვიზიტს მართავს რეგიონში მას მერე, რაც ოქტომბერში ომი დაიწყო, იგი ცდილობს ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებას – რითაც, შესაძლოა, თავიდან იქნეს არიდებული ისრაელის შეჭრა ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში, რომელსაც ასი ათასობით პალესტინელი აფარებს თავს.
7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მძევლად აიყვანეს 253 პირი, ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.
ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-მდე პალესტინელი შეეწირა.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ