ბლინკენი ეგვიპტეში მოლაპარაკებას აწარმოებს, მიზანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი , 21 მარტს, ეგვიპტეში დიპლომატიური მისიით ჩავიდა. სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ს მიერ “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომში, ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის გზებს განიხილავენ.
დროებითი ზავი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებას, ჰუმანიტარული დახმარების შეტანასა და “ჰამასის” მიერ, ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებას ისახავს მიზნად. მოლაპარაკებებზე ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტა, სულ ცოტა, 6 კვირით უზრუნველყონ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკენი შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის. ასევე იგეგმება შეხვედრები იორდანიის, ს, კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან. ეს ბლინკენის მეექვსე ვიზიტია რეგიონში, გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის მიერ “ჰამასის” თავდასხმის პასუხად დაწყებული ომის შემდეგ.
მოლაპარაკებების შემდეგ, ბლინკენი ისრაელის ლიდერებს შეხვდება და მათთან შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავს. ისრაელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პარასკევს, 22 მარტს ჩავა. ისრაელში ბლინკენი „განიხილავს “ჰამასის” დამარცხების უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ შორის რაფაში, ისე, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, არ შეაფერხოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და გააძლიეროს ისრაელის საერთო უსაფრთხოება“,- ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბლინკენის თქმით, ის ასევე გააგრძელებს ღაზის სექტორის მმართველობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტის შემდგომი განახლებისა თუ მოწყობის საკითხების განხილვას. “იანვრიდან მოყოლებული, დიდი სამუშაო გავწიეთ, განსაკუთრებით ჩვენს არაბ პარტნიორებთან. გავაგრძელებთ ამ საუბრებს და ასევე განვიხილავთ იმას, თუ რა იქნება რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის სწორი არქიტექტურა”, – თქვა ბლინკენმა, გამგზავრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
2023 წლის 7 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, “ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. მოულოდნელ თავდასხმას ისრაელში 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი ღაზის სექტორში მძევლად გაიტაცეს. მძევალთა ნაწილი კვლავ “ჰამასის” ტყვეობაშია.
მომხდარზე პასუხად, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, იქ 32 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, გაეროს შეფასებით, სექტორში ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნა. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად, ღაზაში საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა