“ბიჭი დაშავებულია, სამაშველო ვერ მოდის, სასწრაფოდ გადასაყვანია” – ხალხი დახმარებას და ვეტმფრენებს ითხოვს – გურია
გურიასა და აჭარაში განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა, ხალხი უკვე არაერთი დღეა წერს, რომ მთავარი გზებიც კი არ იწმინდება და არ იყრება მარილი. ბათუმში დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა და მიზეზი გახდა სწორედ თოვლისგან გაუწმენდავი და მოყინული გზები.
ამის მიუხედავად, არც ერთ რეგიონს ამ მომენტისთვის საჯაროდ არ მიუმართავს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, არ ჩანს რეგიონებში დამატებითი ტექნიკა. ადამიანები ქმნიან მოხალუსეთა ჯგუფებს, ითხოვენ დახმარებას, ითხოვენ გეგმას.
სოციალურ ქსელში, ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის, ანა ბოლქვაძე წერს:
სოფელ
შრომაში (ვაკეში) არის საჭირო სასწრაფო ან სამაშველო.
ბიჭია დაშავებული სერიოზულად და სასწრაფო ვერ მიდის. სამაშველომაც არ ვიცით თუ ავალთო. იქნება ვინმეს მივაწვდინოთ ხმა 🙏🙏🙏🙏 სახლის გადმოთოვლის დროს დაშავდა და აქვს დაჟეჟილობები. სასწრაფოდ გადასაყვანია! გზა არ არის გაკვალული და მხოლოდ მძიმე ტექნიკით თუ აისვლება.
კომენტარებში ხალხი წერს, რატომ არ ერთვება საქმეში ვეტმფრენები?
