პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
მზია ამაღლობელის ამბავი არაფერში არ წერია. დემოკრატიაზე ხომ თავისთავად არაა ლაპარაკი, მაგრამ არც ავტორიტარიზმში წერია ეს, არც ტოტალიტარიზმში, არც მონარქიაში, არც ანარქიაში, არც ოხლოკრატიაში, არც ვორლორდიზმში, არც ნაცობაში და თქვენ წარმოიდგინეთ არც ქოცობაში. ეს არის რაღაც მანიაკური პათოლოგიის გამოვლინება. აბსოლუტურად არანაირი რაციონალური ახსნა არა მაქვს ბიძინას ამგვარი ქცევის. ბიძინა რა შუაშიაო, არ მკითხოთ. არა ბიჭო ვინმე პაჭყა-პუჭყა მილიციონერ დგებუაძის მხარდაჭერის გამო აქვს ნამუსზე ხელი აღებული სრულიად ქოცელიტას, დადუმებულია საპატრიარქო და პოლიციური სახელმწიფოს ტრფიალების ვირუსია მოდებული ტროლ-ბოტების ფაბრიკა-ქარხნებში. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ერთი სიტყვაა საკმარისი, რომ “ბათუმელების” დამფუძნებელი გათავისუფლდეს, მაგრამ რატომღაც ყველას ენა აქვს გადაყლაპული, ან სრულიად უნამუსოდ ამართლებენ მის პატიმრობას, “პოლიციელი ხელშეუვალია” (ი. კობახიძე) არგუმენტით. ასე, რომ მზიას პატიმრობაც, შიმშილობაც და ამ შიმშილობის შედეგებიც პირველ რიგში არის სწორედ პირადად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ყველა სხვა უკანონო პოლიტპატიმრის, სხვათა შორის. აჰ, მართლმსაჯულებაში არ ერევა თურმე ბატონი ბიძინა. კაი კაცო, მართლა?..
