ბიძინა ივანიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. იგი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი ლევანი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი.

ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. არა მხოლოდ თავისი სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებით, ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება.

ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ