პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე პოეტისა და მთარგმნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ქვეყანას დააკლდა არამხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი.
„ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და მთარგმნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო.
დიდია გივი შაჰნაზარის წვლილი ქართული ლიტერატურის გამდიდრების საქმეში. მან ჩვენს საზოგადოებას დაუტოვა ქართულ ენაზე ნათარგმნი საიათნოვას ლექსები, სომხური, აფხაზური და ოსური პოეზიის ნამუშევრები.
ქვეყანას დააკლდა არამხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი.
გულითადად ვუსამძიმრებთ გივი შაჰნაზარის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ჩვენს საზოგადოებას ამ დიდი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ