ბიძინა ივანიშვილი – მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელს საქართველოს, რომელიც ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია – იშვიათია ასეთი შემთხვევა მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს

“იმედის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა.
„მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია. იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს – ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ეზოში გამართულ ღონისძიებაზე.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ, ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „გირჩი“ – 3.0 %; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2.2 %; სხვა – 2.7 %. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული