ბიძინა ივანიშვილი – გვაომეს და კიდე უნდათ, რომ გვაომონ

ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ ს წინააღმდეგ სანქციებს უნდა შევუერთდეთ. ამის თქმას ოპოზიციის ნაწილი ბედავდა, ნაწილი ვერ. კაბინეტებში ამაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,
როგორც ივანიშვილი აცხადებს, ამ ყველაფერმა გამოიწვია „ქართული ოცნების“ გამყარება, გამკაცრება და აგრესიულობა, რადგან მისი თქმით, გუნდმა უფრო ადრე იცოდა ყველაფერი, ვიდრე საზოგადოებამ.
„ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შევუერთდეთ. ამას ოპოზიციის ნაწილი ბედავდა თქმა, ნაწილი ვერ. კაბინეტებში ამაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო. მინდა გავიხსენო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ს მონაყოლი, როდესაც მასთან ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა: კი, მაგრამ, როგორ წარმოგიდენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია, რომ ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? – 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუპავთო? – თქვენ 3 მილიონი ხართო და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო. შემდეგ შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთო და ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. ეს იყო რეალობა. ამ ყველაფერმა გამოიწვია გუნდში ეს გადაწყვეტილება. გუნდი გამყარდა, გამკაცრდა, გააგრესიულდა. რადგან, გუნდმა უფრო ადრე იცოდა ეს ყველაფერი, ვიდრე საზოგადოებამ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით,, საქართველოს ამზადებდნენ ომისთვის.
მისივე თქმით, ყველაზე სახიფათო ძალა დღეს ქართულ ოპოზიციაში არის – „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ .
„იმ ფონზე, რომ ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღო და არ მიგვიღეს ამ მიზეზით, შევახსენებ საზოგადოებას როგორი განცხადებები კეთდება დასავლეთში: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ომი ნატოსა და რუსეთთან. ამიტომაც დაგვტოვეს გვერდით ჩვენ და ც. გვაომეს და კიდე უნდათ, რომ გვაომონ. ამისთვის ვიყავით ჩვენ გამზადებულები და ამისთვის გვამზადებდნენ. ამ ფონზე რომ ეს ძალა, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია – ყველაზე სახიფათოა „ლელო“ და გახარია, რომლებმაც მშვენივრად იციან, რომ „ნაციონალური და მოძრაობა“ მის წევრები და ლიდერები, რომლებმაც სტუდენტობიდან მოყოლებული გარეთ ისწავლეს და იქიდან დაიწყეს მონად გადაქცევა და სხვისი სურვილების ასრულება, ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ რა უნდოდათ მათგან, 2003 წელს რევოლუციის მოწყობაში დაეხმარნენ. მგონი , 2008 წლის ომი მათ კარგად არ ჰქონდათ გააზრებული, მაგრამ ამ ორ ძალას მშვენივრად აქვს გაცნობიერებული თუ რას ითხოვენ მათგან. დღეს ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ , ამის პრობლემა არ არის, ოღონდ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, – მოკლედ თუ ეს ძალა არ მოვაშორეთ ქვეყანას მუდმივი რევოლუციური სიტუაცია …“,- განაცხადა ივანიშვილმა “იმედთან” ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა

ირაკლი გედენიძე – იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვითქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო