ს ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა – ინფორმაციას BM.GE Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ს ქონება Bloomberg-ს 7.6 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული, ახლა კი მისი ქონების შეფასება 3.6 მილიარდია.
· “ქართული ოცნების” დამფუძნებელი პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანს შორის კი 2025 წლის აპრილის შემდეგ აღარაა, როცა მისი ქონება 6.3 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა. [ამჟამად 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო ადგილზე მყოფის ქონება 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად სიაში მოხვედრისთვის აუცილებელი ქონებაც სწორედ ამდენია].
ს სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის -მ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 2025 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ინდექსი -ის სანქციების შემდეგ განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. მაშინ როდესაც 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.