ს ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის, ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის, ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!
ს ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის. ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!, – წერს სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე ქართული სახელმწიფო ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ღირსების დაცვით და ამ პროცესში თანასწორუფლებიან გარემოზე ექნება ამბიცია. ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკურ კის ეტყვის „ქართულ ოცნებას“, ხოლო, კოლექტიური დასავლეთი კიდევ ერთხელ დამარცხდება ქართველ ხალხთან.
„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის.
ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!
ევროინტეგრაციის გზაზე ქართული სახელმწიფო ნაბიჯებს გადადგამს ეროვნული ღირსების დაცვით და ამ პროცესში თანასწორუფლებიან გარემოზე ექნება ამბიცია.
ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკურ კის ეტყვის „ქართულ ოცნებას“ რომელიც სახალხო მანდატით გააგრძელებს ქვეყნის მართვას.
კოლექტიური დასავლეთი კიდევ ერთხელ დამარცხდება ქართველ ხალხთან ჭიდილში და მისგან მართული პოლიტიკური ძალები საკუთარ დესტრუქციაში დაკარგავენ პოლიტიკურ ფასს.
ახლა, ქვეყანას სჭირდება სწორი პოლიტიკური არჩევანი, ამიტომ ქუდზე კაცის პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ და საკუთარი ხმით როგორც პოლიტიკური ხელმოწერით უნდა გავაფორმოთ გამარჯვება!
დღეს უნდა დავდოთ თითო აგური 2028 წლის არჩევნებში ჯანსაღი ძალების მონაწილეობისათვის.
ქართულ პოლიტიკას სჭირდება ღირსეული პოლიტიკური ძალები, მათ შორის ნამდვილი პოლიტიკური ჭიდილი და შესაძლებლობა კარგსა და უკეთესს შორის გააკეთოს არჩევანი.
მინაწერი: „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი იმსახურებს დროულ გასამართლებას!“, – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას

FARA-ზე გამოაშკარავდა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ჩვენი ხალხის ლანძღვითა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არიან დაკავებულნი – დიდი ეჭვია, რომ „კამიტეს“ ბოდვაზე აგებული ამბავიც ამ ლობისტური კომპანიის შედეგია