ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი – მამუკა მდინარაძე

“გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ს დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით რისკები არ არსებობს.
“საუბარია აბსოლუტურად მოშლილ ოპოზიციაზე. თუკი შეიძლება რაიმე ფუნქცია ჰქონდეს ოპოზიციას, ეს არცერთი რეალური ფუნქცია ოპოზიციას ამ ქვეყანაში არ აქვს – მავნებლობა ფუნქცია არ არის. ამ ფონზე, ჩნდება სხვადასხვა გამოწვევები და იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, პერმანენტული ჩართულობა, რჩევები, კონსულტაციები აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხს ქმნის ამ ყველაფრისა.
ოპოზიციას შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით, ნულს ქვემოთ, თუკი მინუსებში შეიძლება რაიმე პროცენტული ხარისხები განვსაზღვროთ, იქ შეიძლება წავიდეთ ჩვენი ლოგიკითა და მსჯელობით. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება საარჩევნო კუთხით პოლიტიკურად გაძლიერებას არ უკავშირდება. თავად ბატონმა ბიძინამ ამაზე ისაუბრა, რომ დღეს ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის გარეშე, უმრავლესობას მოიპოვებს მმართველი გუნდი. ამ რისკზე ის საერთოდ არ საუბრობდა, საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა მისი საუბარი და ბუნებრივია, რომ გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს, იყო აბსოლუტურად გულწრფელი.
სპეკულაცია აუცილებლად იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ “გუნდს დაეხმარება”, “შეეშინდათ არჩევნებთან დაკავშირებით” და ა.შ. არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ არის, ეს მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ვთქვათ და ამაზე ისაუბრა თავად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანია, როგორც განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას არავის პატიობს- ჩვენს ქვეყანაში რატომ უნდა იყოს გინება-შეურაცხყოფა ნორმალური ქცევა და არა დაუსჯელი?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უჩივლა საკუთარ მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში მას „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, სასამართლომ 9600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, თუმცა ასეთ ფაქტებს არ იმჩნევენ ჩვენი დესტრუქციულები