ბიძინას სახელს რომ უხსენებდი, ლილუაშვილი ფეხზე დგებოდა – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი იმ ადამიანებს აფრთხილებს, ვინც სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს მისივე თქმით,”მახე დაუგო”.
ეგ არის, არავის გაუკეთო ის, რაც შენ არ გინდა, გაგიკეთონ! მახეს თუ დაუგებ, ვერ აცდები ცხოვრებაში მახეს. ბუმერანგივით დაბრუნდება და ნეტავი დედამიწაზე მიიღოს, ვიდრე ზეცაში”- თქვა სასულიერო პირმა “შაბათის ეთერთან”.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა “მახის დამგებში” ბიძინა ივანიშვილის, მეუფე ანტონი პასუხობს – “არ ვიცი”.
“ერთ კითხვას დავსვამ, ყველას მივმართავ. ორი ვარიანტია, ან არსებობს, ან არ არსებობს უფალი! თუ არსებობს, სად მიდიხართ? თუ არ არსებობს რა მნიშვნელობა აქვს რას? და გონზე მოდით, რა!
მე ჩემში ვიცი, რომ მართალია, დეტალებში არ შევალ. ახლა მე რომ მეკავოს მიკროფონი მე დაგისვამთ კითხვას, რას ერჩიან?”- აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მეუფე ანტონი იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც გადადგომამდე და გადადგომის შემდეგაც, ლილუაშვილთან მჭიდრო კავშირში რჩებოდა.
მაღალი იერარქი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუს-ის ექს-შეფის დამოკიდებულებაზე საუბრობს. მეუფე ანტონი ამტკიცებს, რომ ლილუაშვილი “ქართუი ოცნების” დამფუძნებელს “პედაგოგს” ეძახდა და მილიარდერის ხსენებაზე “ფეხზე დგებოდა”.
ბიძინას სახელს რომ უხსენებდი, ფეხზე დგებოდა, ამბობდა, რომ ჩემი პედაგოგიაო. მართლა უყვარდა, გეფიცები, “დაჟე გულში” სხვა რამეს ვფიქრობდი, მაგრამ კაცი იყო ანთებული. დარწმუნებული ვარ, დღესაც ვინც არის, ყველა ასეა ანთებული… მეთქი, რათ უნდა ამდენი ქება. ბოლოს 2 კვირის წინ ვნახე. გულითადად გეტყვით, ცოტა პროვოკაციულად, მაინტერესებდა, [განწობა ჰქონდა] იგივე” – ამბობს მიტროპოლიტი “შაბათის ეთერთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)