“ბიძინას ოცნება აუხდინეთ არჩევნების წინ… სიბრიყვესაც ხომ აქვს საზღვარი?” – თავდგირიძე

იყო ერთი იდეა და პროექტი გაერთიანებაზე და ოცნების წინააღმდეგ ერთიანი ძალისხმევით მოქმედებაზე. ცოტა ხანში შეიქმნა 4 გამაერთიანებელი პლატფორმა და 2 გამაერთიანებელი მოძრაობა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე არასდროს არ მქონდა დიდი წარმოდგენა ოპოზიციის კომპეტენციაზე და შესაძლებლობაზე, მაგრამ სიბრიყვესაც ხომ აქვს საზღვარი? რაც შეეხება სოკოებივით მომრავლებულ გამმაერთიანებლებს, ბიძინას ოცნება აუხდინეთ არჩევნების წინ. მე მგონი ერთი ქვეყანა გვაქვს და მის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ ვართმევთ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ