ბიუჯეტს პედაგოგების ხელფასების ზრდა წლიურად 250 მლნ ლარი უჯდება – გიორგი ამილახვარი

ბიუჯეტს პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა წლიურად 250 მილიონი ლარი უჯდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, „რუსთავი 2″-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პრეტენზიები, რომელიც მასწავლებლების თუ განათლების მკვლევრების მხრიდან დაფიქსირდა მისთვის გაუგებარია.
„გარკვეულ წრეებში, მუსირებს, მსგავსი ფრაზა „ხელფასი კი არ გვემატება, არამედ გვაკლდება” – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ხელფასის უპრეცედენტო ზრდა. ბოლო წლების მანძილზე არცერთ პროფესიაში არ მომხდარა, ერთჯერადად ამხელა ნახტომი.
ჩვენ დღეს გვყავს საჯარო სკოლებში სტატუსიანი, 52 000 მასწავლებელი. არ აქვს მნიშვნელობა მათ მცირე დატვირთვა აქვთ თუ დიდი დატვირთვა, მუშაობს ერთ სკოლაში თუ ორში. თუ ისინი აიღებენ დღევანდელ დატვირთვას და ძველ სახელფასო ფორმულას და მიუსადაგებენ ახალ სახელფასო ფორმულას, მიიღებენ სულ მცირე 200-ლარიან ზრდას, მინიმუმ 200-ლარიანი ზრდა, ეხება პედაგოგების 5-დან 7-%-ს. პედაგოგების 70%-ს კი მინიმუმ 500-დან 800-ლარამდე ეზრდება. მატება არის 600-ლარიანი, 700-ლარიანი და 800 ლარიანი. ეს არის ის რანჟირებები, რომელიც ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით მივიღეთ და ეს ბიუჯეტს წლიურად 250 მლნ ლარი უჯდება.
ჩემთვის გაუგებარია ნებისმიერი პრეტენზია, არცერთ პედაგოგს ხელფასი არ უმცირდება,” – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.