ბიუჯეტის სერიოზული ზრდა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის ასობით მილიარდი – მამუკა მდინარაძე

პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 500 000 000 მილიონი ლარია. ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ხელფასებისა და პენსიების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე სოციალურ მიმართულებებს უნდა მოხმარდეს. ბიუჯეტში გათვალისწინებულია უფასო მედიკამენტები ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებისთვის, ონკოპაციენტების დახმარება, უსახლკარო ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი დაბალანსებულია და ქვეყნის საჭიროებებს სრულად არის მორგებული. ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიციის ნაწილი.
„საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის სერიოზული ზრდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის ასობით მილიარდი. ბიუჯეტისა და ეკონომიკის ზრდა რის საშუალებასაც იძლევა, მაქსიმუმს ვაკეთებთ. ოპტიმალურად არის გადანაწილებული, მასწავლებლების ხელფასი იზრდება, პენსიები იზრდება, პოლიციელების, მეხანძრეების, მაშველების, სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლების, საჯარო სექტორში ვინც არის დასაქმებული, მათი ხელფასებიც იზრდება. ყველა მიმართულებით პრიორიტეტულად იზრდება ხელფასები.
თუ არ ვცდები, 2 600 000 000-მდე გვაქვს სხვაობა დადებით კონტექსტში, ნამატის სახით, წინა წლის ბიუჯეტთან,“ – აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში