ბიუროს გადაწყვეტილებით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ ე.წ. ლამინირებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაუქმების შესახებ ინიცირებულ პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ – ე.წ. ლამინირებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაუქმების შესახებ ინიცირებულ პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
კანონის პროექტი ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. აღნიშნული პროექტით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები უქმდება, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
ამასთან, პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.
“პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით – ID-ბარათებით – შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი ს სათანადოდ ჩატარებას”, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.