ბირჟაზე ოქროსა და ვერცხლის ფასი შემცირდა

გლობალურ ბირჟაზე ოქროს ფასი მცირდება.
ხუთშაბათს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ოქროს ფასი 0.6%-ით შემცირდა, კლებამ 1 უნციაზე $4,427.48 შეადგინა; ხოლო თებერვლის ფიუჩერსული კონტრაქტები 0.6%-ით, $4,435.40-მდე დაეცა.
Reuters-ის ცნობით, საერთაშორისო ინვესტორები COMEX-ის ფიუჩერსული გაყიდვების მოლოდინში არიან, რაც საქონლის წლიური ინდექსის განსაზღვრას უკავშირდება, რომელიც 9-დან 15 იანვრამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება მეორე ყველაზე ძვირფას ლითონს, ბირჟაზე ვერცხლის ფასი 3.1%-ით, $75.73-მდე დაეცა, პლატინი 4.2%-ით ($2,209.50), პალადიუმი კი – 4.4%-ით ($1,687).
HSBC პროგნოზირებს, რომ ოქროს ფასი 2026 წლის პირველ ნახევარში $5,000-მდე გაიზრდება, ვერცხლი კი $58–$88 დიაპაზონში იქნება მიწოდების დეფიციტისა და საინვესტიციო მოთხოვნის ფონზე.
“კომერსანტი” შეგახსენებთ, რომ საქონლის (Commodity) ინდექსი არის საფონდო ინსტრუმენტი, რომელიც ერთ “პაკეტში” აერთიანებს რამდენიმე ძირითადი საქონლის ფასებს (მაგალითად, ოქრო, ვერცხლი, ნავთობი, სპილენძი და სხვა), როდესაც ინდექსს გადაზღვევენ, ზოგი ფონდს ოქროს მარაგებს ყიდის, რათა წონა შეამციროს ან სხვა საქონელს მეტი ადგილი მისცეს, როცა ასეთი მასობრივი გაყიდვები იწყება, ოქროს ფასი მცირდება, რადგან ინვესტორები ინდექსის გადაზღვევის დროს ყიდიან ოქროს ფიუჩერსულ კონტრაქტებს, რაც მიმოქცევაში მეტ ოქროს ტოვებს.