ბითაძის სათამაშო დრო შემცირდა – ქართველის მორიგი კარგი მატჩი “ვაშინგტონ ვიზარდსთან” [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ვაშინგტონ ვიზარდსმა” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და 119:127 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ქართველმა ცენტრმა 11:31 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ხოლო გოგას კონკურენტმა ვენდელ კარტერმა 21:19 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯორდან პული გახდა, “ვიზარდსის” მსროლელმა საკუთარ გუნდს 32:51 წუთში 30 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
“ორლანდოდან” ფრანც ვაგნერმა 38:24 წუთში 28 ქულა, 8 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “მეჯიქი” 18 მოგებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გუნდი მორიგ მატჩს 28 დეკემბერს, “ფილადელფიას” წინააღმდეგ გამართავს.
“ვიზარდსი” 5 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. დედაქალაქელები 28 დეკემბერს “ტორონტოს” დაუპირისპირდებიან.