ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა | მამუკელაშვილი 3 ქულას დასჯერდა

საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა” “ნიუ იორკ ნიქსს” უმასპინძლა და თანაბარ ბრძოლაში 91:100 დამარცხდა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 11 მოხსნა, 8 ქულა და 3 დაფარება მოაგროვა. “ორლანდოს” ვერც მორიც ვაგნერის 32-მა ქულამ უშველა.
“ნიუ იორკში” გამორჩეული იყო კარლ-ენტონი თაუნსი – 22 ქულა, 22 მოხსნა. “მეჯიქს” 17 მოგება, 11 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს შინ “ოკლაჰომასთან” გამართავს.
“სან ანტონიო”-„მინესოტას“ მატჩში 8 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც მატჩი 3 ქულითა
(3-დან 1 სამიანი) და თითო მოხსნა-პასით დაასრულა.
“სან ანტონიო სპურსმა” კი „ტიმბერვულვზთან“ 92:106 დათმო.
დასავლეთის კონფერენციაში 13-13 მოგება-წაგებით “სპურსი” მეთერთმეტე ადგილზეა. მომდევნო მატჩი 20 დეკემბერს “ატლანტასთან” ელის.
GBF.GE