ბიზნეს ტურისტებში ყველაზე პოპულარული ქალაქები – რეიტინგი

სინგაპური, ტოკიო და ჰონგ–კონგი აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში საქმიანი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქებია – ფრანკფურტი, ლონდონი და სან-ფრანცისკო ლიდერობენ კონტინენტთაშორისი მიმართულებების სიაში – ნათქვამია BCD–ის ანგარიშში Travel’s Cities & Trends 2025 Asia Pacific.
სინგაპურის სტრატეგიული მდებარეობა და განვითარებული ეკონომიკა ხსნის ქალაქის პოპულარობას ბიზნეს მოგზაურებს შორის. ამას ასევე ხელს უწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი, ავიაკომპანიების სამგზავრო გამტარუნარიანობის ზრდა და ავიაბილეთის ღირებულების შემცირება.
სიაში მეორე ადგილზეა ტოკიო, შემდეგ მოდის ჰონგ კონგი და ბანგკოკი. ათეულში შემავალი სხვა ქალაქებია: კუალა ლუმპური, შანხაი, სეული, ტაიპეი, ჯაკარტა და სიდნეი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ