ბიზნეს სექტორში დასაქმებული ზესტაფონში საშუალოდ 46,8%-ით მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე თბილისში – საქსტატი

ბიზნეს სექტორში დასაქმებული ზესტაფონში საშუალოდ 46,8%-ით მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე თბილისში – საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ზესტაფონში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2210,9 ლარია. თბილისში აღნიშნული მაჩვენებელი 1505,8 ლარს შეადგენს, რაც ზემოთ ხსენებულს 46,8 პროცენტით ჩამორჩება. საქსტატის თანახმად, ბიზნეს სექტორში ზესტაფონის მოსახლეობის მხოლოდ 13%, ანუ 6,9 ათასი კაცია დასაქმებული.
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი თბილისის ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს ბოლნისშიც. ამ მუნიციპალიტეტში დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 2079,5 ლარია. რაც თბილისის შესაბამის მონაცემს 38,09 პროცენტით აჭარბებს. საქსტატის მონაცემებით, ამ მუნიციპალიტეტში ბიზნეს სექტორში მოსახლეობის 12,8 პროცენტია(7,3 ათასი კაცი) დასაქმებული.ზემოხსენებული მაჩვენებლით თბილისის მცხეთაც უსწრებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი-ბიზნეს სექტორში 1723.9 ლარია, რაც 218,1 ლარით(14,4%) მეტია ვიდრე დედაქალაქში.
აღნიშნულ რეიტინგში, თბილისამდე გვხვდება ხობიც. ამ მუნიციპალიტეტში ბიზნესში სულ რაღაც 1400 კაცია დასაქმებული, მაგრამ მათი საშუალო ხელფასი 1685,6 ლარს შეადგენს.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ