ბიზნეს სესხებში ენერგეტიკის სექტორის წილი 7%-ს შეადგენს

2018-2023 წლებში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებების მოცულობა გაორმაგდა და იკავებს მნიშვნელოვან წილს ჯამურ ბიზნეს საკრედიტო პორტფელში.
ეროვნული ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო სესხების ნაშთი გასული წლის ბოლოსთვის 2 მლნ ლარს აღემატებოდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებს თითქმის ნახევარი მილიონით აჭარბებს.
ბიზნეს სესხებში ენერგეტიკის სექტორის წილი 7%-ს შეადგენს და პორტფელი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება.
„ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკრედიტო რისკებით ხასიათდება (1.2%). სხვა სექტორებთან შედარებით, ენერგეტიკის სექტორზე გაიცემა საშუალოდ ორჯერ მეტი ვადიანობის მქონე სესხები, მსგავსი საპროცენტო განაკვეთებით“, – ნათქვამია კვლევაში.

ასევე დაგაინტერესებთ